სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ბუნებრივი რესურსები

ბუნებრივი რესურსები

მხარე წყლის რესურსების სიუხვით გამოირჩევა. აღრიცხულია 2,441 დიდი და მცირე მდინარე. უგრძესი მდინარეებია: ხობის წყალი (150კმ), ტეხური (101 კმ), აბაშისწყალი (66კმ), ხოლო ტრანზიტული მდინარეების - ენგურის, რიონის და ცხენისწყლის სიგრძე სამეგრელოს ტერიტორიაზე შესაბამისად - 94 კმ, 88 კმ, და 44 კმ-ია. წყალსატევებიდან პალიასტომის ტბას და ჯვრის წყალსაცავს გამორჩეული სამეურნეო და გარემოსდაცვითი მნიშვნელობა აქვთ. მიწისქვეშა წყლების მოცულობა რეგიონის წყლის რესურსების საერთო მარაგის 25% შეადგენს. მთიანი ზონის რელიეფის ძლიერი დახრილობის და ნალექების დიდი რაოდენობის გამო სამეგრელოს მდინარეები წარმოადგენენ ელექტროენერგიის მდიდარ წყაროს. მათი ჰიდროენერგეტიკული რესურსების სიმძლავრეთა საერთო ჯამი 3,3 მლნ. კვტ ანუ საქართველოს მთლიანი თეორიული ჰიდროენერგორესურსების 13% აღწევს.

მიწის ფონდში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე 39,2% მოდის, ბუჩქნარებზე - 3,5%, ჭაობებზე - 2,0%, წყლით, არხებით და გზებით დაკავებულ ტერიტორიაზე - 7,3%, შენობებზე - 2,1 %, ხოლო დანარჩენ გამოუყენებელ მიწებზე - 8,3 % კოლხეთის დაბლობზე გავრცელებულია ტორფი და ჭაობიანი ტყეები.  რეგიონი მდიდარია ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი წიაღისეულით.  რეგიონი მდიდარია ბუნებრივი ჰიდრო რესურსებით.

თერმული წყლების საბადოებია წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, ხობის, მარტვილის და სენაკის რაიონებში. საერთო მარაგი შეადგენს 35 ათ. მ3/დღ.ღ. ყველაზე მძლავრი, დეტალურად დაძიებული და საექსპლუატაციოდ მომზადებული არის ზუგდიდი-ცაიშის საბადო. დღეისათვის საბადოს საექსპლუატაციო მარაგები შეფასებულია 14300 მ3დღ. ღ. ოდენობით 800-1000 ჩ ტემპერატურით.

რეგიონში არსებობს ტორფის 4 ძირითადი საბადო: ანაკლიის – ზუგდიდის რაიონში, ჭურიისა და ნაბადის – ხობის რაიონში, ოცანცალეშის – მარტვილის რაიონშ. გარდა ამისა რეგიონში ცნობილია ტორფის მცირემასშტაბური გამოვლინებები – ჩათაუკალის – ზუგდიდის რაიონში, ჩხოფის და ეწერის მარტ5ვილის რაიონში, წაკიპულის – წალენჯიხის რაიონში. საერთო მარაგი შეადგენს 48 მლნ. ტონას. სულ ამ სფეროს ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 333.2 მლნ. დოლარს.  რეგიონში მოიპოვება ფერადი ლითონების რომელთა პროგნოზული რესურსი შეადგენს: ოქროსი – 103.7 ტონას, ტყვიის – 300 ათას ტონას, თუთის – 370 ათასი ტონა, სპილენძის – 376 ათასი ტონა, კობალტის – 6 ტონა, ვერცხლის -8.4 ტონა. სულ ამ სფეროს ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 2985.86 მლნ. დოლარის.  მარტვილის, მესტიის და ჩხოროწყუს რაიონებში მოიპოვება მოსაპირკეთებელი ქვები მაგმური ქანების საბადოები რომლთა მარაგი შეადგენს 6475 ათ.მ3, ხოლო მარაგების ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 317 მლნ. დოლარს. მოსაპირკეთებელი ქვები-მარმარიროს საბადოები მდებარეობს მესტიის რაიონში მარაგი შეადგენს 2992 ათ.მ3 , ხოლო მარაგების ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 441 მლნ. დოლარს. მოსარპიკეთებელი ქვები –კირქვის საბადოებია მესტიის, მარტვილის და წალენჯიხის რაიონებში, მარაგები შეადგენს 1089 ათას მ3 , ხოლო მარაგების ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 75 მლნ. დოლარს. სახერხი ქვის და ღორღის ნედლეული –კირქვის საბადოებია მარტვილის, სენაკის ჩხოროწყუს და წალენჯიხის რაიონებში. მარაგები შეადგენს 25033 ათას მ3 , ხოლო მარაგების ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 248 მლნ. დოლარს. სამშენებლო ქვიშა-ხრეშის საბადოებია სენაკის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენიხის რაიონებში. მარაგები შეადგენს 1089119162 ათას მ3 , ხოლო მარაგების ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 952 მლნ. დოლარს. საკირე კირქვების საბადოებია მესტიის, სენაკის, ზუგდიდის და წალენჯიხის რაიონებში. შეფასებული მარაგები შეადგენს 012418 ათას ტონა, ხოლო შეფასებული მარაგების ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 79 მლნ. დოლარს. სააგურე თიხის საბადოებია წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის, ხობის და აბაშის რაიონებში. შეფასებული მარაგები შეადგენს 13267 ათას მ3 , ხოლო შეფასებული მარაგების ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 249.8 მლნ. დოლარს. თაბაშირი, ანჰიდრიტის საბადოებია წალენჯიხის რაიონში. შეფასებული მარაგები შეადგენს 12584 ათას ტონას, ხოლო შეფასებული მარაგების ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 319 მლნ. დოლარს. ბარიტეს საბადოებია მესტიის, წალენჯიხის, მარტვილის და ზუგდიდის რაიონებში. მარაგების რაოდენობა არ არის შეფასებული. გარდა ზემოთ აღნიშნულისა რეგიონში არსებობს მიწისქვეშა მტკნარი სასმელი, სამკურნალო წყლებისა და სამკურნალო მინერალებისა და ქვების მარაგი. რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი : ბალანსური მარაგების შეადგენს 3439.4 მლნ დოლლარს. პროგნოზული რესურსების შეადგენს 2996.9 მლნ. დოლლარს. რეგიონის ჯამური ეკონომიკური პოტენციალი შეადგენს 6436.3 მლნ. დოლლარს. 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო