სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ისტორია

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონი - მხარე დასავლეთ საქართველოში: რეგიონი მოიცავს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთსა და კავკასიონის ქედის სამხრეთკალთებს და მდინარეების ენგურის, რიონის, ცხენისწყლის და კოდორის ზემო წელს.

ადრინდელი საუკუნეებიდან ორი გეოგრაფიული მეზობელი და ლანდშაფტურად განსხვავებული მხარე-კოლხეთი და სვანეთი, (იმდროინდელი კოლხეთის სამეფოსა და სვანეთის გეოგრაფიული და ტერიტორიული ნაწილები) (ადრინდელსაუკუნეებში ერთ-ერთი სამეფოს შემადგენელი ნაწილია, ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში(ძველი ქართული წყაროებით-ეგრისი) ჯერ კოლხეთის სამეფოდ იწოდება, რომლის ეთნიკური სახელწოდება -»კოლხი» პირველად ძველანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებში იხსენიება. აღნიშნული კულტურის შემქმნელ კოლხურ ტომთა გაერთიანების ძლიერების ხანა აირეკლა არგონავტთა ლაშქრობის შესახებ ძველბერძნულ თქმულებებში ( თქმულება არგონავტების შესახებ): ადრინდელსაუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილია, შემდეგ კი ეგრისის სამეფოსი. სვანეთი XI-XV საუკუნეებში საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ერთ-ერთი საერისთავოა.

შავიზღვისპირეთის კოლხურ ტომთა გაერთიანება ძვ.წელთაღრიცხვის I ათასწლეულის დასაწყისში უკვე სახელმწიფოდ არის ჩამოყალიბებული და ძვ. წელთაღრიცხვის VII საუკუნის ურარტულწყაროებში იხსენიება როგორც კოლხას სამეფო, ხოლო ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნის 20-იანი წლებიდან ისტირიულ წყაროებში კოლხას სამეფო მთელ ანტიკურ სამყაროში ფართოდაა ცნობილი, რომელსაც ჰეროდოტე ახლო აღმოსავლეთის დიდი მონარქიების მიდიისა და აქემენიდური ირანის გვერდით იხსენიებს . აღნიშნულ წლებში სახელმწიფოს სათავეში დგას მეფე - ძველ ბერძენ მწერალთა ცნობით, აიეტიდების დინასტიის წარმომადგენელი (კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის შთამომავალი).

ძვ. წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში კოლხეთის სამეფო თანდათანობით დასუსტდა, ხოლო ძვ.წელთაღრიცხვის II-I საუკუნეების მიჯნაზე კოლხეთი დაიპყრო პონტოს მეფემ მითრიდატე VI ევპატორმა და კოლხეთის ოლქების უმეტესობა რომის იმპერიის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ მოექცა .

პირველი ქრისტიანობის მქადაგებლები დასავლეთ საქართველოში იყვნენ ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი (Iს.) დასავლეთ საქართველოში ქრისტიანობის პირველი საუკუნეებიდან მომძლავრებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ უკვე ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებას (325 წელს) ესწრებოდნენ ტრაპიზონის ეპისკოპოსი დომნუსი და ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე.

სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებმა ჩვენი წელთაღრიცხვის სხვადასხვა პერიოდებში სხვადასხვა სახელმწიფოებრივი სტატუსებით გარკვეული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, რისი დამადასტურებელია უხოური თუ ქართული ისტორიული წყაროები და ის უძველესი კულტურისა და არქიტექტურის ნიმუშები, რომელიც დღემდე შემონახულია.

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< October 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
 123456
78910111213
14
151617181920
21222324252627
28293031   

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო