სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ტრანსპორტი

დიდი ხნის განმავლობაში, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროების მოუწესრიგებლობა მნიშვნელოვნად აფერხებდა ბიზნესის და მთლიანად ეკონომიკის განვითარებას. უკანასკნელ პერიოდში, რეგიონში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტები შესაბამისად დღეისათვის სატრანსპორტო სისტემა ხასიათდება განვითარებული სატრანსპორტო დარგების ერთობლიობით. რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე აქ ყველა სახის ტრანსპორტია წარმოდგენილი.

ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი პორტიდან ერთ-ერთია ფოთის პორტი, რომელიც რეგიონის კომერციულ ცენტრს წარმოადგენს და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის („ტრასეკა“) ფუნქციონირებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ფოთის პორტის წყალობით, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორს რეგიონში წარმოებულ დამატებით ღირებულებაში მეორე ადგილი უკავია. ამ ეტაპზე, ფოთს აქვს წელიწადში 10 მლნ ტონა ტვირთბრუნვის შესაძლებლობა. პორტს აქვს როგორც საგზაო, ისე სარკინიგზო კავშირები. პორტში განთავსებულია 15 სპეციალიზირებული ნავსაყუდელი ნავთობპროდუქტების, სარკინიგზო ვაგონების, კონტეინერების, დიდი რაოდენობით მარცვლეულის, მალფუჭებადი პროდუქტების, სასუქის, ლითონების, მილებისა და სხვა ტვირთის ჩამოსატვირთავად, აგრეთვე მგზავრების გადმოსაყვანად. 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ტრასეკას“ პროგრამის ფარგლებში, ფოთის პორტი არის მრავალი მცირე საინვესტიციო პროექტების მიმღები.

გარდა ამისა, ფოთის პორტი არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის („Caucasus Optical Cable”) ბენეფიციარი, რომელიც რკინიგზის შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოსაყენებლად, სამოქმედო უსაფრთხოებისა და საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ეს პროექტი აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ფოთის პორტსა და ბაქოს პორტს და სამხრეთით, თბილისის გავლით, ფოთის პორტსა და სომხეთის რესპუბლიკას.

„ოპტიკური კაბელის პროექტი“ ემსახურება როგორც სარკინიგზო ოპერაციებს, ისე სატელეკომუნიკაციო მიზნებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე გადის რკინიგზის თბილისი-სენაკი-ფოთის, თბილისი სენაკი-ზუგდიდი-ლესელიძის და თბილისი-სენაკი-ზუგდიდი-ჯვარის მონაკვეთები. სამეგრელო-ზემო სვანეთში ფუნქციონირებს ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის აეროპორტი.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის განვითარება ხელს უწყობს, როგორც ურბანულ ზონებში, ასევე არაურბანულ ზონებში ტრანსპორტით გამოწვეული პრობლემების მოგვარებას.

ქალაქ ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში წარმოდგენილი მუნიციპალური ტრანსპორტი იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, დანახარჯების სუბსიდიას კი თვითმმართველობა უზრუნველყოფს, ვინაიდან ამგვარი სისტემები, მიიჩნევა საზოგადოებრივ სიკეთედ, რომელიც წინაპირობაა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარების. ამასთანავე, შეღავათებია დაწესებული სოციალური ჯგუფების ნაწილზე, რომლებიც სარგებლობენ ფასდაკლებით ან ნულოვანი ტარიფით.

ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი არის კერძო ბიზნესის მფლობელობაში.

მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია მოძრაობის განსაზღვრული გრაფიკი, სხვადასხვა მიმართულებით, როგორც შიდა ასევე საქალაქთაშორისო თუ საერთაშორისო მიმართულებით.

რეგიონში წარმოდგენილია სახმელეთო გადაზიდვებში ჩართული კომპანიები, რომლებიც ასრულებენ შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკონომიკურ განვითარებაში.

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9
101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო