სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის ისტორია თითქმის საუკუნეს ითვლის. მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ საგამოფენო დარბაზები მოეწყო და აღიჭურვა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შეიქმნა სარესტავრაციო ლაბორატორია და საცავები. მუზეუმის რეაბილიტაცია 2013 წელს დასრულდა.

მუზეუმში გაკეთდა მუდმივი ექსპოზიციის 6 დარბაზი. ისტორიაში მოგზაურობა სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყება, შემდეგ განთავსებულია ნუმიზმატიკური კაბინეტი. მომდევნო დარბაზები ეთმობა ქრისტიანულ საგანძურს, სადაც გამოფენილია IX-XVIII საუკუნეებში შექმნილი მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი შედევრები როგორიცაა: ორმოცი სებასტიელი  მოწამის ხატი, ბიზანტიური ნაქარგი ხატი, ვენეციური ჯვარი, თამარ მეფის მიერ შეწირული სურა, მოხატული ხელნაწერის ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრეული ნიმუში - ადიშის ოთხთავი, 897 წ. და სხვა. ბოლო გალერეა მდიდარ ეთნოგრაფიულ მასალას ეთმობა.

მუზეუმის სარეაბილიტაციო კომპლექსური სამუშაოები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდისა და ორგანიზაციის, მათ შორის: საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის, ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი/ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების გაერთიანების, სმიტსონის ინსტიტუციის, აშშ-ს ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის,   საქართველოში იტალიის და  შვეიცარიის საელჩოების დახმარებით მიმდინარეობდა.

უფრო მეტი ნახეთ აქ ▶  სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
1617181920
21
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო