პროექტ-დაიჯესტი
ზედაეწერში გზის მოხრეშვითი სამუშაოების I ეტაპი დასრულდა
2016-09-21 16:11:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში, შიდა გზების მოხრეშვითი სამუშაოების I ეტაპი დასრულდა. ამ ეტაპზე მოიხრეშა წერეთლის ქუჩა. სამუშაოების ღირებულებამ 5504 ლარი შეადგინა.
ზედაეწერის მოსახლეობამ გზების მოხრეშვა სოფლის კრებაზე ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. გზების მოხრეშვითი სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
შიდა გზების მოხრეშვა ეტაპობრივად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.