პროექტ-დაიჯესტი
მდინარე ჭანისწყალზე ახალი ხიდი აშენდა
2014-06-03 19:02:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისწყალზე აშენებული სამანქანო ხიდის შედეგად 75-მდე ოჯახს გადაადგილების პრობლემა მოეხსნა. წლების განმავლობაში ისინი დაკიდულ, საცალფეხო ხიდზე მოძრაობდნენ.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, პროექტის განსახორციელებლად 412.9 ლარი გამოიყო. სამუშაოები კი კომპანია „ჯ და ჯ“- მ შეასრულა.


