პროექტ-დაიჯესტი
კოკი-ხურჩის გზის მშენებლობა დასრულდა
2014-06-25 16:14:00
კოკი-ხურჩის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. მისმა სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 390 000 ლარი შეადგინა.
მშენებლობა 2013 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 3 თებერვალს დასრულდა. პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები 3883 მეტრ საავტომობილო გზის მონაკვეთს ჩაუტარდა.
ახალი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს, როგორც ამ სოფლებში, ისე ენგურს გაღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებას.

