სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

პროექტ-დაიჯესტი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კაერი-ქაშვეთის გზაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა

2014-06-27 14:58:00

მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ორგანოში, სოფელ კაერი-ქაშვეთის სამარხილო გზაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. ამავე ტერიტორიულ ორგანოში „ცხარვაშის“ ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
კაერი–ქაშვეთის გზა, რომლითაც 4 სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, მდინარის კალაპოტის შეცვლის გამო წალეკვის პირას იდგა, ამიტომ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა გზის და დამცავი გაბიონების მოწყობა. კაერ–ქაშვეთის გზა სამეურნეო დანიშნულებისაა, რადგან ამ გზით ხდება თივით და შეშით მოსახლეობის მომარაგება.
„ცხარვაშის“ ხიდი კი ყოველწლიურად მოითხოვდა განახლებას და სახიფათო იყო გადასაადგილებლად, ამიტომ გზის მოწყობა და ხიდის შეკეთება სოფლისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა.
სოფლის მოსახლეობა დაუბრკოლებლად სარგებლობს გზით და ხიდით, საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც , რომ მდინარის მეორე მხარეს სამკურნალო წყარო და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების მქონე მჟავე წყალია, რითაც მთლიანად ლენჯერის თემის მოსახლეობა სარგებლობს. მშენებლობის პროცესში დასაქმდა ათამდე ადგილობრივი მცხოვრები, პროექტის განხორციელება 7–9 წლით გადაწყვეტს მოსახლეობის პრობლემას.
პროექტის განსახორციელებლად რეგიონული პროექტების ფონდიდან 68 000 ლარი გამოიყო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23
242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო