პროექტ-დაიჯესტი
ძველი აბაშის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობა დასრულდა
2014-07-07 14:52:00
აბაშის მუნიციპალიტეტში, ნორიოს თემის სოფელ განათლებისკარიდან ძველი აბაშის მიმართულებით, ასფალტო-ბეტონის გზის მშენებლობა დასრულდა. ასფალტო-ბეტონის საფარის სიგრძე 2500მ, ხოლო სიგანე 5 მეტრია. გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 156824 ლარს შეადგენს. სამუშაოები სს „არქეოპოლისმა“ შეასრულა.