პროექტ-დაიჯესტი
მარტვილის მუნიციპალიტეტში ნაჯახაოს ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
2016-05-17 16:41:00

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახაოს საბავშვო ბაღის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში გადაიხურა შენობა, სრულად გამოიცვლა კარ-ფანჯრები , გარემონტდა ხუთი ოთახი, შეიღება გარეფასადი, შესრულდა ელ. სამუშაოები, მოეწყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემა.
პროექტის ღირებულებამ შეადგინა - 39680 ლარი, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტით (88 % ) და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით (12%) დაფინანსდა.
სამუშაოზე დასაქმებული იყო - 10 ადამიანი.



