პროექტ-დაიჯესტი
მარტვილის მუნიციპალიტეტში ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა
მარტვილის მუნიციპალიტეტში, ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა დასრულდა. აღნიშნული გზა დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულებს ერთმანეთთან აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში, 1 500 მეტრი ასფალტობეტონის საფარი დაიგო. ასევე მოეწყო, სავალ ნაწილზე და ეზოების მისასვლელებთან წყალსაწრეტი მილები, რკინა ბეტონისა და ბუნებრივი კიუვეტები, ლითონის მილები, სანიაღვრე არხის კედლები და ძირები რკინა ბეტონით.
პროექტის ღირებულებამ 402 463 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,არქეოპოლისმა“ შეასრულა.
დოშაყესა და დიდი ჭყონის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.