პროექტ-დაიჯესტი
ხობისწყალზე საცალფეხო ხიდი აღადგინეს
2014-10-16 10:32:00
ხობის მუნიციპალიტეტის ბიის თემში, მდინარე ხობისწყალზე, სტიქიის შედეგად დანგრეული საცალფეხო ხიდი აღადგინეს. 2013 წელს, ადიდებულმა მდინარემ, საცალფეხო ხიდი წაიღო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობის თხოვნა გაითვალისწინეს და „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საცალფეხო ხიდი 2013 წლის ნოემბრის თვის ბოლოს აღადგინეს. პროექტის ღირებულება 75 974 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „დესმა“ განახორციელა.