პროექტ-დაიჯესტი
ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“ 379 898 ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში, ქალაქის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და შპს „მკურნალი“- ს შენობის წინ მოეწყო შენობის სარინელები - 620 კვ.მ. ეზოების ტერიტორიაზე დაიგო ბეტონის დეკორატიული ფილები 5064 კვ.მ. მოეწყო რკინა - ბეტონის სანიაღვრე არხები, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე და საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაიგო ასფალტ - ბეტონის საფარი 3281 კვ.მ. სამუშაოები შპს „შარაგზამშენ პირველმა“ შეასრულა. პროექტი 23.08.2013 დაიწყო და 29.11.2013 წელს დასრულდა.