პროექტ-დაიჯესტი
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშში ასფალტის მოწყობის სამუშაოები დასრულდა
2017-06-17 22:03:00

სენაკის მუნიციპალიტეტში, ხორშის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
გზის მშენებლობის პროექტი, რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
სოფელ სკურიიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე, 1800 მ-იან მონაკვეთზე, ახალი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეაბილიტირებული გზით 2500-ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს.
პროექტის ღირებულებამ 185 045 ლარს შეადინა. სამუშაოებზე 20 ადგილობრივი იყო ადასაქმებული.