ახალი ამბები
სამუშაო შეხვედრა მუნიციპალიტეტების საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შესახებ
სამეგრელო-ზემოს სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში, პროექტის, "მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შექმნის მხარდაჭერა“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის (საეა)ახალი პროექტი, გულისხმოს საქართველოს 6 რეგიონის 43 მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერას საშუალო ვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადებაში.
პროექტის ფარგლებში, საეას-ს ექსპერტები ინტენსიურად იმუშავებენ მიზნობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და გააცნობენ განვითარების ეფექტიანი დოკუმენტის შედგენის მეთოდოლოგიას.
2016 წლის ბოლოს საქართველოს 43 მუნიციპალიტეტისათვის შეიქმნება საშუალო ვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც საფუძვლად დაედება ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვას და ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს. თითოეული განვითარების სტრატეგია მზადდება რეგიონალური განვითარების სტრატეგიის შესაბამისად და ეხმიანება სტრატეგიაში ასახულ საკითხებს, რაც რეგიონების გრძელვადიანი მდგრადი განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
პროექტის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ესწრებოდნენ.
პროექტი დაფნანსებულია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.