სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს ევროპელი სპეციალისტები გაეცნენ

2016-10-20 16:28:00

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაციის პროექტს, ევროპის ისტორიული პარკების ქსელის გამგეობის თამჯდომარე ჯენს სპანჯერი ადგილზე გაეცნო. ბაღისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხზე მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, პროექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით შემუშავდება მეთოდოლოგიური რჩევები. ევროპის ისტორიული პარკების გაერთიანების თავმჯდომარეს და ამავე ორგანიზაციის ლანდშაფტის არქიტექტორებს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, არსებული ძეგლები და რეაბილიტაციის პროექტი კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან და ქალაქის მერთან ირაკლი გოგოხიასთან ერთად გააცნო. უკვე დასრულდა ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის შემუშავებაც ფონდი „ქართუს“ დახმარებით გახდა შესაძლებელი.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის ექსპერტიზა, რის შემდეგაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდი მოახდენს მთლიანი ბაღის რეაბილიტაციას. მოხდება ბაღის ტერიტორიაზე არქეოლოგიური ძეგლების რეაბილიტაცია, კონსერვაცია, მოეწობა ბილიკები, მოსასვენებელი ადგილები, დაგეგმილია დაავადებული ხეების ჩანაცვლდება იმ ხეებით, რომელიც ბაღში ხარობდა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ევროპის ისტორიული პარკების გაერთიანების წევრადაა წარდგენილი. ამავე გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარის ჯენს სპანჯერის განცხადებით, დადიანების ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის წარმატებულად ჩატარების შემდეგ ის ევროპის ისტორიული პარკების გაერთიანების წევრი გახდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო