სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მუხურში მეფუტკრეობის სამეცნიერო - კვლევითი ბაზა გაიხსნება

2016-10-11 13:21:00

მუხურში მეფუტკრეობის სამეცნიერო - კვლევითი ბაზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს და მისი მოცულობა 800 000 ლარს შეადგენს. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მუხურში თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით აღჭურვილი კვლევითი ბაზა იქნება, რაც სპეციალისტებს ქართული ფუტკრის თვისებებზე ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაცია მსოფლიოში გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით, რომელიც ყველაზე ღრმად აღწევს ყვავილის სანექტრეში და იღებს თაფლისათვის საუკეთესო შემცველობის ნივთიერებებს, რაც თაფლს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.

დღეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა სოფელ მუხურში იმყოფებოდა და მეფუტკრეობის სამეცნიერო ბაზის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო. მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე სამეცნიერო ბაზის ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარე წელს დაიწყო და უახლოეს დღეებში დასრულდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< June 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112
13
1415
16171819202122
23242526272829
30      

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო