სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დავით შავლიაშვილმა თეთნულდის სათხილამურო ტრასების მშენებლობა დაათვალიერა

2014-09-28 12:39:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, სამეგრელე-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა ლევან შონიამ თეთნულდის სათხილამურო ტრასების მშენებლობა დაათვალიერეს. პროექტის საერთო ღირებულებაა 35,3 ევრო და მას საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები აფინანსებენ. პროექტს შ.პ.ს. „თეთნულდ დეველოპმენტი“ ახორციელებს. 
მსოფლიო დონის სათხილამურო კურორტის მშენებლობა მესტიაში აქტიურად მიმდინარეობს. თეთნულდის სამთო კურორტზე 5 საბაგირო გზის მშენებლობაა დაგეგმილი და ამ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ავსტრიული კომპანია RMS აწარმოებს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მშენებლობაზე დასაქმებულთა 70 პროცენტი ადგილობრივი მოსახლე იქნება.
თეთნულდი არის უნიკალური სამთო კურორტი, რომელიც ოთხივე სეზონის განმავლობაში აქტიურია. აქ შესაძლებელია ალპინიზმით, ჯომარდობით, ცხენოსნობთ, პარაპლანერიზმით, თხილამურებზე სრიალით, სამთო ტურიზმით დაკავება. საკურორტო ტერიტორია 7000 ჰა-ს მოიცავს და აქედან 4500 ჰა მთის სათხილამურო ტერიტორიას წარმოადგენს. 
თეთნულდს ექნება ამიერკავკასიაში როგორც ყველაზე გრძელი - 9,5 კმ სიგრძის, ისე ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე - 1,7 კმ სასრიალო ტრასა, რაც თხილამურების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მაჩვენებლებია. აღსანიშნავია ისიც, რომ სასრიალო პერიოდი, წლის განმავლობაში, 6-7- თვეს შეადგენს.
სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდში არის სასრიალო ტრასების იდეალური თავსებადობა სრიალის დონის კომერციული ბალანსის მსოფლიო მოდელთან; ამასთან, საუკეთესო კლდოვანი მარშრუტები - კლდეზე მცოცავთათვის. არსებული გათვლებით, თეთნულდის ტრასებზე ერთდროულად მოსრიალეთა რაოდენობა 4100 ადამიანია, საბაგიროების საერთო საათობრივი გამტარუნარიანობა - 8400 კაცი/საათი, მთის ტურისტული გამტარუნარიანობა კი - 6806 კაცი.
მშენებლობის მიმდინარე პირველ ეტაპზე დაგეგმილია: 5 საბაგირო სადგურის მშენებლობა, საერთო სიგრძით - 5.9 კმ; ჯამში, 18 სასრიალო ტრასის მოწყობა, საერთო სიგრძით - 25 კმ; წყალსადენი, წყალარინების, ელექტრომომარაგების, მთის დრენაჟის სისტემების, ინფრასტრუქტურული ნაგებობების, ადმინისტრაციული შენობების, პარკინგისა და სხვა აუცილებელი ობიექტების მშენებლობა.
ამ დროისთვის, თეთნულდზე დაასრულა ტყე-კაფვის სამუშაოები; მოაპიერკეთა სასრიალო ტრასების 75%; განახორციელა მიწის სამუშაოების 75%; აშენებს ელექტროქვესადგურს, წყლის სათავე ნაგებობასა და წყლის რეზერვუარებს. სამუშაოების ეს ნაწილი შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.  
ავსტრიული სამონტაჟო კომპანია RMS, ამ ეტაპზე, თეთნულდზე ატარებს საბაგიროების ინფრასტრუქტურის მოწყობის სამონტაჟო სამუშაოებს; აშენებს საბაგიროს 23 საყრდენ ანძასა და 3 საბაგირო სადგურს; საპროექტო ნიშნულზეა მიყვანილი HUB1, HUB2;  შენდება სამანქანო გზა და სასრიალო ტრასა T3 -ის ქვედა სადგურამდე; HUB1-ზე  გაიმართა  მომუშავე პერსონალისათვის დროებითი საცხოვრებელი და სასადილო შენობა-ნაგებობები, ასევე, ადგილზე მიყვანილია დროოებითი ელექტროენერგიისა და წყლის წყაროები.
თეთნულდის პროექტი მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას ქმნის. კერძოდ, HUB1-ზე  შესაძლებელია ორი სამვარსკვლავიანი სასტუმროს, მოსასვენებელი კოტეჯებისა და შალეების აშენება; HUB2-ზე - რესტორანისა და შალეს აშენება, ხოლო  T4 ბოლო მონაკვეთზე - ალპინისტური ტურ-ბაზისა. 
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია, ასევე, დახურული საბაგიროს მეშვეობით, სამთო-სათხილამურო კურორტის დაკავშირება მულახის თემში გაერთიანებულ ხუთ სოფელთან,  რაც ამ სოფლების ტურისტულ ზონებად განვითარების შესაძლებლობას იძლევა. აქ შესაძლებელი გახდება სატუმრო და საკვები ინფრასტრუქტურის, ე.წ. სასტუმრო სახლების განვითარება.
ჩამოთვლილი სამუშოების მიმდინარეობისას, სრულად იქნება გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები და გატარდება პრევენციული ზომები, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო