ახალი ამბები
ზუგდიდის გამგეობამ სოციალურად დაუცველებს ახალი სახლები აუშენა
ზუგდიდის გამგეობამ მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოთხ ოჯახს ახალი სახლები გადასცა. ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი სახლი 25 ოჯახს გადაეცემა. მშენებარე სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა 104 ადამიანია, მათგან 39 ბავშვია.
სოფელ კოკში ნარაზენსა და ჯუმში სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელბი ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა წოწერიამ გადასცა. პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 ლარია. გასულ წელს კი ასეთი სახლები 16 ოჯახს გადაეცა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო „წლის საუკეთესო პროექტი“ სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა. სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც გამგეობა სახლებს უშენებს, სპეციალურმა კომისისამ შეარჩია.