სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

2016-10-07 15:24:00

შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხობის მუნიციპალიტეტში, მსხვილმასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

შიდასახელმწიფოებრივი გზის ხობი-ახალსოფელი-რკინიგზის სადგურის 10.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის საწყისი სახელშეკრულებო ღირებულება 5963000 ლარს შეადგენს. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა: სახიდე გადასასვლელი, ხელოვნური ნაგებობები, ეზოების შესასვლელები, საგზაო ნიშნები. სარეაბილიტაციო გზა იწყება ქ. ხობში, მდ. ხობის ხიდთან, გაივლის სოფელ მეორე გურიფულს, გაღმა პირველი ხორგას, ახალსოფელს და მთავრდება რკინიგზის სადგურთან.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< May 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
   1234
567891011
12
131415161718
19202122232425
262728293031 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო