ახალი ამბები
''არიკ ჯგუფი'' ფოთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს
ქალაქ ფოთში,მალთაყვის სანაპირო ზოლზე ,,არიკ ჯგუფი” ხუთვასკვლავიან სასტუმროს ააშენებს. „არიკ ჯგუფის“ პრეზიდენტი აფრაზ რავარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ლევან შონიასთან ერთად ქალაქის მერს ირაკლი კაკულიას,საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურიას, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსს გოჩა კანკავას შეხვდა და ფოთში განსახორციელებელი პროექტის შესახებ დეტალურად ესაუბრა.
ირანულ-ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები ფოთში ხუთვარსკვალიანი სასტუმროს აშენებას მალთაყვის სანაპირო ზოლზე გეგმავენ.ამავდროულად ინვესტორები რეგიონში მოცვის მოყვანას და გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას აპირებენ.
შეგახსენებთ,რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსა და კომპანიის პრეზიდენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დაახლოებით ერთი თვის წინ მოეწერა.
ამავე თემაზე იხილეთ: ''არიკ ჯგუფი'' სამეგრელოში ინვესტიციებს დებს