სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

2014-09-26 14:36:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გარახის უბანში 16 სექტემბერს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. 25 ადგილიანი (სეზონური გაფართოებით 50 ადგილი) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ფუნქციონირებას გაზაფხულზე დაიწყებს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, გარახას უბანში ამ დრომდე არსებული საბავშვო ბაღის ხის ნაგებობის დემონტაჟი მოხდა. სასწავლო პროცესი კი დროებით, ნაქირავებ ფართში გრძელდება, რომლის დაფინანსებაც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო. მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტით (თანადაფინანსებით) ხორციელდება. პროექტის ღირებულება 249 858 ლარია. სამუშაოებს შპს „ინდიკო“ ასრულებს.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქვედა ჩხოროწყუს ტერიტორიაზე, რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 150-200 ბავშვზეა გათვლილი. თანამდროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი სასწავლო დაწესებულების მშენებლობისათვის თანხები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო. პროექტის ღირებულება 499 700 ლარს შეადგენს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო