ახალი ამბები
გრიგოლიშში ცენტრალური გზის რეაბილიტაციის I ეტაპი დასრულდა
2016-09-21 14:49:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზის რეაბილიტაციის I ეტაპი დასრულდა. გრიგოლიშში 4200 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაცია იგეგმება.
ამ ეტაპზე, რკინა-ბეტონის საფარი 1500 მეტრ სიგრძეზე დაიგო. გზის სიგანე 5.6 მეტრია. გზის მთელ სიგრძეზე აგრეთვე მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 564 999 ლარს შეადგენს.