ახალი ამბები
ზუგდიდი-თბილისის ჩქაროსნული ელექტრომატარებელი ჩვეული გრაფიკით იმოძრავებს

თბილისი-ზუგდიდი-თბილისის დღის ჩქაროსნული ელექტრომატარებელი, N 870-869 , რომელიც ორივე მიმართულებით 2014 წლის 10 აპრილიდან მოძრაობდა, მუშაობას მოქმედი გრაფიკით გააგრძელებს- ამის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ. ელექტრომატარებელი თბილისი-ზუგდიდი 07:35-13:43 დროის მონაკვეთში, ხოლო ზუგდიდი-თბილისი 17:45-23:45 საათებში იმოძრავებს.
უცვლელი რჩება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ღამის მატარებელზე სავაგონო შემადგენლობის გაზრდის შესახებ. 1 ოქტომბრიდან ვაგონის შემადგენლობა 3-დან 7-მდე გაიზრდება.