სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიის და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები აშენდება

2016-09-16 20:55:00

ანაკლიის და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები აშენდება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერის განმარტებით, სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზა, ანაკლიის პორტის გათვალისწინებით აშენდება, რომლის სიგრძეც 90 კილომეტრი იქნება, ასევე აშენდება ფოთი-გრიგოლეთის დამაკავშირებელი 24 კილომეტრიანი ახალი მაგისტრალი.

ამჟამად არსებული ორზოლიანი გზების ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდგომ გადაადგილების სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, მგზავრობის დრო შემცირდება საშუალოდ 50%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ.

ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის განხორციელების შემდეგ, წითელი ხიდი - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით; წითელი ხიდი - ფოთი - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 საათით; სადახლო - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 3 საათით; სადახლო- ფოთი- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით; ლაგოდეხი - ანაკლია- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით; ლაგოდეხი - ფოთი- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 საათით.

გიორგი კვირიკაშილის განცხადებით, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია. იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა. სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლის შექმნას. პრემიერის განმარტებით საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნის დროს ყოველწლიურად დასაქმდება 30-40 ათასი ათასამდე ადამიანი პირდაპირი გზით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო