სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პრემიერი - თეთნულდის მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა გვაქვს

2016-09-16 20:47:00

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე თეთნულდის სამომავლო განვითარების გეგმებზე, მიმდინარე სამუშაოებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობას თეთნულდის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა აქვს.

„თეთნულდის მიმართულებით მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა გვაქვს. საუბარია საპარტნიორო ფონდის ჩართულობით მინიმალური ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების და გასართობი ცენტრების მშენებლობაზე, რაც გამოიწვევს სვანეთის მიმართულებით ინვესტიციების დიდ ბუმს“, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ თეთნულდის მიმართულებით, ლენტეხის-მესტიის დამაკავშირებელი 38 კილომეტრიანი გზა და 6 კილომეტრიანი გვირაბი აშენდება. ასევე, გარემონტდება ჯვარი-მესტიის გზა, რომელიც მისი თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება სამეგრელოსა და სვანეთის დასაკავშირებლად და ეს იქნება ერთიანი წრიული ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილი.

თეთნულდის პირველი ფაზა 2016 წლის იანვარში დასრულდა. კურორტ თეთნულდის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, მისი ღირებულებაა 100 მლნ ლარია. პროექტს, ფრანგი კოლეგების მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობა აფინანსებს. თეთნულდის სათხილამურო ტრასა კავკასიაში ყველა გრძელი – 9,5 კილომეტრი სიგრძის იქნება. შემდეგ სეზონზე ტრასების რაოდენობა ერთიდან ოთხამდე გაიზრდება.საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უკვე დანიშნა ახალი ავტობუსის მარშრუტი – თეთნულდი–მესტია, რომელიც ტურისტებს უფასოდ მოემსახურება.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო