ახალი ამბები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სახლების მნიშვნელოვან ნაწილში უკვე ჩასმულია მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები, მოწყობილია სველი წერტილები და მიმდინარეობს კედლის შელესვითი სამუშაოები.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოციალური სახლების კომისიის ფარგლებში, ცვანეს, ერგეტის, კოკისა და ახალაბასთუმნის ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებოდნენ, სადაც სახლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. მათი განცხადებით, საცხოვრებელი სახლების მშენებლობა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს და დარღვევის შემთხვევები არ ფიქსირდება.