ახალი ამბები
გუბერნატორის მილოცვა მოსწავლეებს და მასწავლებლებს
„ჩემო ძვირფასებო - მასწავლებლებო და მოსწავლეებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკლასელებს, რომლეთა ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყება. მინდა თითოელ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. თქვენ, ვინც დღეს სკოლაში წახვედით გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და სამშობლოს ყველაზე მეტად თქვენი განათლება წაადგება.
მოსწავლეებთან ერთად ეს დღე გასაკუთრებულია მასწავლებლებისთვის, თითოეულ მათგანს მინდა მივულოცო დღვანდელი დღე და წარმატებული სასწავლო წელი ვუსურო. თქვენ უაღრესად მნიშვნელოვანი როლი გენიჭებათ განათლებული თაობის აღზრდის საქმეში.
სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა აღსაზრდელებს და მასწავლებლებს.
ხელისუფლება დღეს ისე დგას მოსწავლის და მასწავლებლის გვერდით, როგორც არასდროს აქამდე. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლემ სახელმძღვანელოები უფასოდ მიიღო, პირველკლასელებს გადაეცათ კომპიუტერები. მოსწავლეები უფასო სასკოლო ავტობუსებით სარგებლობენ.
წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გარემონტდა და აღიჭურვა არაერთი სკოლა, აშენდა და კეთილმოეწყო საბავშო ბაღები. ეს პროცესი უფრო გაძლიერებულად გაგრძელდება, რადგან მთავრობისთვის პრიორიტეტულია განათლება და მისი ხელმისაწვდომობა. სხავადასხვა სარეაბილიტაციო სამუსაოები ჩაუტარდა 200-ზე მეტ სკოლას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის დაიხარჯა 25 მილიონ ლარამდე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებულად მინდა ეს დღე ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს და მასწავლებლებს მივულოცო!“
პატივისცემით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან შონია