ახალი ამბები
ზუგდიდობა 2016
დღეს პირველად „ზუგდიდობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა. ქალაქს აქამდე საკუთარი დღესასწაული არ ჰქონია. „ზუგდიდობა 2016“ საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით 12:00 საათზე გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ ბულვარში ხალხური რეწვის ნიმუშები, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრები და ქალაქის ისტორიული ფოტოები იყო გამოფენილი, წარმოდგენილი იყო მეგრული სამზარეულო.
დადიანების ეზოში თეატრალური წარმოდგენებით გაცოცხლდა ეკატერინე ჭავჭავაძის ჩამობრძანება, მთვარის მოტაცება, ასევე წარმოდგენილი იყო ბერტა ფონ ზუტნერი და იოანე მეუნარგია.
პირველ ზუგდიდობას მთავრობის წევრები, პარლამენატრები, ელჩები და საქართველოს სხადასხვა მხარის წარმომადგენლები დაესწრებიან. სტუმრებს მასპინძლობა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და ქალაქ ზუგდიდის მერმა გაუწიეს.
დღის ბოლოს საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და კონცერტი „ზუგდიდობა 2016“ - დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართა. სადაც მონაწილეობა დავით ევგენიძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ და ანსამბლმა „ოდოიამ“ მიიღეს. საღამოს წამყვანები ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იყვნენ.