ახალი ამბები
ზუგდიდში კონფერენცია - „კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების გაძლიერება საქართველოში“ გაიმართა
ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ზუგდიდში კონფერენცია - „კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის ღონისძიებების გაძლიერება საქართველოში“ გაიმართება.
შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ქალაქ ზუგდიდის მერი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და სხვა დაინერესებული პირები დაესწრნენ.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ყურადღების გამახვილება კიბოს პრევენციის და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობასა და საქართველოში არსებული კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამებზე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებულ სკრინინგ პროგრამების რეგიონებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხი, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში, ასევე, ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება.
კონფერენციის ორგანიზატორები ასევე წარმოადგინეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ოჯახის ექიმთა ცოდნის ამაღლება ონკოლოგიის საკითხებზე“ შედეგები. პროექტის მიზანია პირველადი ჯანდაცვის მუშაკთა (ოჯახის/სოფლის ექიმები და ექთნები) როლის გაძლიერება კიბოს კონტროლის ღონისძიებებში და მოსახლეობისთვის ცნობიერების ამაღლება კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის საკითხებზე, კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის დაძლევის მიზნით.