სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში ლიანა ისაკაძის „ღამის სერენადები - ყველაზე ახლოს აფხაზეთთან“ გაიმართა

2016-08-31 00:03:00

ანაკლიის ციხესიმაგრეში,  მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები“ ანშლაგით ჩაიარა.

ანაკლიაში კლასისური მუსიკის შედევრები ლიანა ისაკაძემ, მსოფლიო კამერულმა ანსამბლმა „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესმა შეასრულეს.

„ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართა. მისი სლოგანიც შესაბამისია – „ღამის სერენადები – ყველაზე ახლოსაფხაზეთთან“.

ღამის სერენადები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ჩარდა. საღამოს დასრულების შემდეგ მხარის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ანაკლიაში „ღამის სერენადები“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ის ყოველწლიურად ჩატარდება.

„ამ საღამოს აქვს სიმბოლური დატვირთვა, ის ტარდება ძალიან ახლოს აფხაზეთთან. ღამის სერენადები 1982 წელს ბიჭვინთაში დაიწყო, დღეს კი აქ ანაკლიაში 35-ე საღამო ჩატარდა. დარწმუნებული  ვარ, რომ უახლოეს მომავალში  ბიჭვინთაში ერთად ჩავატარებთ ღამის სერენადებს“ - აღნიშნა ლევან შონიამ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იყო, საღამოს მსმენელი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ესწრებოდა.

,,ღამის სერენადების“სპონსორები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი,“ „კოკა-კოლა“ და „პალმ ბიჩი“იყო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო