სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში ლიანი ისაკაძის „ღამის სერენადებზე“ დასწრება თავისუფალი იქნება

2016-08-25 15:34:00

30 აგვისტოს ანაკლიის ციხესიმაგრეში მსოფლიოში ცნობილი მევიოლინის და დირიჟორის ლიანა ისაკაძის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიმართება. „ღამის სერენადები“ 1982 წელს, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, კერძოდ ბიჭვინთაში  დაარსდა. ფესტივალი აღდგენის შემდეგ, წელს პირველად ყველაზე ახლოს აფხაზეთთან გაიმართება. მისი სლოგანიც შესაბამისია - „ღამის სერენადები - ყველაზე ახლო აფხაზეთთან“.

სპეციალური სცენა მდინარე ენგურზე დამონტაჟდა, სადაც ლიანა ისაკაძე, მსოფლიო კამერული ანსამბლი „ვირტუოზები“ და ცეზარ ალვარესი კლასისური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება და ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას კონცერტზე დასწრების საშუალება ექნება.

 „ღამის სერენადებზე“ მოწვეული იქნებიან  მუსიკალურ სასწავლებლების პედაგოგები, თეატრების, მუზეუმების და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლები.

ღამის სერენადები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით ტარდება. ღონისძიების სპონსორები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი,“ „კოკა-კოლა“ და „პალმ ბიჩია“.

„ღამის სერენადები“ ანაკლიაში ტრადიციული გახდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო