ახალი ამბები
ცოტნეობა 2016
დღეს ცოტნეობაა, სახალხო-საეკლესიო დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ხობში. დილით სადღესასწაულო წირვა ჩატარდა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული.
მთელი დღის განმავლობაში ხობში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები ტარდება. ცოტნეობის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდა ლელოს ტურნირი. რომლის გამარჯვებულებიც დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დააჯილდოეს.
დაჯილდეობის შემდეგ, სოზარ სუბარმა და ლევან შონიამ ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანში მოწყობილი ეთნოკუთხეები დაათვალიერეს, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო და ხელნაკეთი ნივთებია გამოფენილი. დღესვე ხობში „საპატიო ხობელის“ მინიჭების ცერემონიალი გაიმართა. დღის ბოლოს კი ქალაქში გალა კონცერტი ჩატარდება.
ცოტნე დადიანი წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრს, სინოდის განჩინებით შეირაცხა.