სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი ლევან შონია ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა

2016-08-06 13:01:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს გუნდარს დაუდზეს და ლატვიელ ინვესტორეს, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან დავით კოდუასთან ერთად შეხვდა.

გუბერნატორმა და ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლევან შონიამ, ლატვიელ ინვესტორებს სამეგრელოში განხორციელებული ინვესტიციისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გუშინ ერთად გავხსენით თქვენს მიერ აშენებული თხილის ახალი საწარმო სოფელ ნარაზენში, სადაც 45 ადგილობრივია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ თხილის გულს ექსპორტზე ევროპაში გაიტანთ, ასევე მახარებს, ის რომ გაფართოებას და მეტი ადგილობრივის დასაქმებას აპირებთ. ჩვენ ყველა ინვესტორის გვერდით ვართ და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“ - განაცხადა შეხვედრაზე რეგიონის გუბერნატორმა.

თავის მხრივ ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკემა გუბერნატორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „კარგია, რომ ჩვენი ინვესტორები თქვენი რეგიონით დაინტერესებული არინან, მათ აქვთ გეგმები და სურთ სხვა ინვესტიციების ჩადებაც, კონკრეტულად თხილის და დაფნის მიმართულებით. მათ აქვთ ჩვენი მხარდაჭერა“ - განაცხადა გუნდარს დაუდზემ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „GEO FOOD“ გუშინ, 6 აგვისტოს გაიხსნა. ქარხნის ასაშენებლად ინვესტიცია ლატვიელმა ინვესტორებმა ჩადეს. გახსნის ცერემონიალს ლატვილ ინვესტორებთან ერთად ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი გუნდარს დაუდზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, საეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ლატვიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იანის სილი დაესწრნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო