ახალი ამბები
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა
2016-07-27 18:06:00
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში და "სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონში შესული ცვლილებები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერია-გამგეობა-საკრებულოების იურისტებს გააცნო. შეხვედრას ამავდროულად მუნიციპალიტეტებში გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსები ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიმართა.