სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ავტო-მოტო მოყვარულთა შეჯიბრის საკითხზე გუბერნიაში სამუშაო შეხვედრა შედგა

2016-07-20 11:40:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის გამგებლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე 30-31 ივლისს დაგეგმილი ავტო-მოტო მოყვარულების გრანდიოზული შოუს საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

„ყველას მოგიწოდებთ მაქსიმალურად ჩაერთეთ ამ ღონისძიების ორგანიზებაში. ეს არის ჩვენი რეგიონის ღონისძიება, რომელიც აქ დაფუძნდა და ყოველწლიურად ჩატარდება. წლევანდელი ღონისძიება შარშანდელზე მასშტაბური და სანახაობრივი იქნება. ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ უნდა გახდეს მეტად პოპულარული და ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. გახსოვთ შარშან ამ ღონისძიებას 10 ათასზე მეტი მოქალაქე ესწრებოდა, წელს ველოდებით უფრო მეტს. აქ ჩამოდიან მთელი საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან როგორც სპორტსმენები, ასევე მოყვარულები და მაყურებლები. ჩვენ უნდა განვავითაროთ სპორტული ტურიზმი და ამის საუკეთესო საშუალებაა ის რასაც 30 და 31 ივლისს ჩავატარებთ“ - განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.

ავტო-მოტო მოყვარულთა შეჯიბრში მონაწილეობას პროფესიონალი და მოყვარული მრბოლელები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებენ. ღონისძიება, ზუგდიდიში ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე 30-31 ივლისს გაიმართება. მონაწილეები ერთმანეთს ავტო-მოტო დრაგში შეეჯიბრებიან, ასევე გაიმართება „დრიფტ შოუ“, სადაც მონაწილეობას საქართველოში ცნობილი მრბოლელები მიიღებენ. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალი იქნება. ღონისძიებას მუსიკალურად, ცნობილი DJ-ები გააფორმებენ. ავტო-მოტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდებიან.

რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელოსა“ და „BMW Club Georgias“ ორგანიზებითა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ტარდება, შეგახსენებთ, რომ 2016 წელი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო