ახალი ამბები
„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა
დღეს, ზუგდიდში, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გამართულ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ.
სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოწვეულ ადგილობრივი თვითმართველობების წარმომადგენლებს 2016 წლის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მსგავსი შეხვედრები მიზნად ისახავს „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დანიძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნული პროგრამის განხორციელებას კვლავ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განაგრძობს.
შეხვედრას მუნიციპალიტეტების გამგებლები, სოციალური სამსახურის უფროსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.