ახალი ამბები
საზეიმოდ გაიხსნა ანაკლიის მომავლის ბანაკი 2016
ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა „მომავლის ბანაკი 2016“. გახსნის ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილეებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორთან, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო. „მომავლის ბანაკი“ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ყველაზე მასშტაბური პროგრამაა, რომელსაც ცენტრი მეოთხე წელია ახორციელებს.
პროგრამის მიზანიას ხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა.
ბანაკის პირველი სტუმრები სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები არიან. წელს ანაკლიაში ზაფხულს 2 300-ზე მეტი მოზარდი გაატარებს. მათ შორის 50 მოზარდი ოკუპირებული აფხაზეთიდან იქნება.