სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთში იწყება

2016-07-14 17:12:00

პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა სამეგრელო-ზემო სვანეთშიც იწყება - ამ თემაზე პრეზენტაცია ზუგდიდში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა გამართა და დამსწრე საზოგადოებას პერინატალური რეგიონალიზაციის იმპლემენტაციის მოდელი დეტალურად გააცნო. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მალე სამეგრელო-ზემო სვანეთში სამშობიარო დაწესებულებებს შესაბამისი დონეები მიენიჭებათ, რაც ორსული ქალების, დედებისა და ახალშობილებისათვის სათანადო დონის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და დროული მოვლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, გართულებული მდგომარეობების დროს პაციენტების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას დროულ და ადეკვატურ მოვლას გულისხმობს.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა 2015 წლის 1 მაისიდან დაიწყო. რეფორმა არსებული სამშობიარო სახლებისთვის დონეების (I-II-III დონე) თითოეული დონისთვის წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნების თანახმად ადამიანური რესურსის, ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობის, ლაბორატორიებისა და დიაგნოსტიკური მომსახურების მიხედვით მინიჭებას გულისხმობს. თითოეული დონე ემსახურება პაციენტებს, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი ტექნოლოგიური და ადამიანური რესურსი. მშობიარობა უნდა მოხდეს იმ სამშობიაროში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს კონკრეტული ფეხმძიმე ქალის საჭიროებებს შესაბამისი ტექნიკისა და კვალიფიციური პერსონალის თვალსაზრისით. ახალი ინიციატივა ასევე, ითვალისწინებს შესაბამისი პროფესიონალების, როგორიცაა მეან-გინეკოლოგები, ბებია-ქალები და ნეონატალოგები, გადამზადებას. რეგიონალიზაციის დონის შესაბამისობის მოწმობა 1 წლის ვადით გაიცემა.

კონფერენცია გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გელა სვირავა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმანი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი სამშობიარო სახლების ექიმები დაესწრნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო