ახალი ამბები
''სტარტაპ საქართველოს'' ღია კარის დღეში მონაწილეობა ზუგდიდიდან ვიდეოტრანსლირებით იქნება შესაძლებელი
2016-07-14 13:04:00

დღეს, 14 ივლისს, 19 საათიდან ტექნოპარკში "სტარტაპ საქართველოს" ღია კარის დღე ჩატარდება. სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებ მოქალაქეებს ვისაც ღია კარის დღეში მონაწილეობა სურთ, შუძლიათ ვიდეოტრანსლირების საშუალებით პროცესში ჩაერთონ.
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ვიდოეტრანლირება 20 საათიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობაში მდებარე მცირე დარბაზიდან იქნება შესაძლებელი.
მისამართი: ზუგდიდი, ზ.გამსახურდიას გამზირი #45;
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ 599 20 24 00 ან მოგვწერეთ:https://www.facebook.com/samegrelozemosvanetismxare/