სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები - საგანგებო შტაბის სხდომა

2016-07-11 15:22:00

საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, რომელსაც გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობდა. გუბენრნატორმა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ინფორმაცია მიიღო. ამჟამად ექვსივე დაზარალებულ მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები მუშაობენ. არცერთი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილი არ არის, სოფლებში სადაც ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა დაანგრიეს, დროებითი გადასვლელები მოეწყო.  

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციისთვის შეტანილ იქნა ინერტული მასალა, კონკრეტულად კურზუში 120 კუბური მეტრი, ტალერში 70 კუბური მეტრი, გაჭედილში 70 კუბური მეტრი,  ქალაქ მარტვილის გარეუბნებში 90 კუბური მეტრი, ხოლო სოფელ თამაკონში 20 კუბური მეტრი. უკვე მომზადებულია 2 ხიდისა და 1 სახიდე გადასასვლელის დეფექტური აქტები, შესაბამისი წერილი გაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სტიქიის შედეგად თამაკონსა და აბედათში მოვარდნილმა წყალმა ხიდები დაანგრია. ხიდების დეფექტური აქტები უკვე მომზადებულია და შესაბამისი წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაგზავნილია. ხიდის აშენება უახლოეს დროში მოხდება, თუმცა მანამდე სოფელ აბედათში შემოვლითი გზის მოხრეშვითი სამუშაოები მიმდინერეობს, ხოლო სოფელ თამაკონში დღის ბოლომდე საფეხმავლო ხიდი აშენდება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში აღდგენილია წაქცეული ელექტროენერგიის ბოძები და შესაბამისად აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდებაც.

სენაკის მუნიციალიტეტში ზარალის დამდგენმა  კომისიამ დაამთავრა დეფექტური აქტების შედგენა, შესაბამისად დღის ბოლომდე გაიგზავნება შესაბამისი წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

აბაშის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მუშაობს ზარალის დამდგენი კომისია. აბაშაში სიმინდის, საზამთროს და სოიოს სავარგულები 1000 ჰექტარზე დაიტბორა.

მესტიის მუნიციალიტეტში ზარალის დამდგენმა  კომისიამ დაამთავრა დეფექტური აქტების შედგენა, შესაბამისად დღის ბოლომდე გაიგზავნება შესაბამისი წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სოფელ ნაკრაში   14 და 18 მეტრი სიგრძის  2 ხის ხიდი წაიღო ადიდებულმა მდინარემ, რის შედეგადაც 7 კომლი იყო მოწყვეტილი გარე სამყაროს. გაკეთდა დროებითი გადასასვლელი.

მულახში ჟაბეშისა და შაბიანის ღელემ ჩამოიღო ნაშალი მასა, რის შედეგადაც გასაწმენდი და გასატანია 20 ათასი კბ/მ მასა -  მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში, მდინარე უთვირის (მდ. სბანგშანი) ხეობაში ჩამოწოლილმა ღვარცოფმა გამოიწვია მდინარის ადიდება, რის შედეგადაც დაზიანდა სოფელ ნაკრაში მისასვლელი ცენტრალური სამანქანო გზის ნაწილი და ხიდი. განადგურებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯებირები და არსებობს ხიდის წაღების საშიშროება. ადგილზე მუშაობს და მდინარის კალაპოტში მოქცევის სამუშაოებს ასრულებს „ნენსკრა-ჰესის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის კუთვნილი სპეციალური ტექნიკა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის   სტიქიის სალიკვიდაციოდ   დაბა ჩხოროწყუში  (გარახის უბანსა )  და სხვა სოფლებში ჩატარდა  ჩამორეცხილი გზების გაწმენდითი სამუშაოები და სანიაღვრე არხების ამოწმენდა. სტიქიის დამდგენი კომისიის მიერ დასრულებულია დეფექტური აქტების შედგენა.

ზუგდიდის მუნიციალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო