ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის მინისტრი და გუბერნატორი სენაკში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორილევან შონია, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელთანგოჩა დგებუაძესთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ადგილზე გაეცნენ.
ახალსოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დამბა გაარღვია. დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
,,დაახლოებით 2 ათას ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული მთლიანად წყლით იყო დაფარული. ამ ეტაპზე წყლის დონემ დაიწია და 600 ჰა-მდე დატბორილი ფართობია დარჩენილი. სამელიორაციო ტექნიკა აქტიურად მუშაობს, რათა დროულად მოხდეს ფართობების დრენირება და ზარალის დამთვლელმა კომისიამ შეძლოს ზარალის შეფასება. მას შემდეგ, რაც კომისია დაასრულებს მუშაობას და დასკვნას მოგვაწვდის, გადაწყდება თუ რა ფორმით მოხდება დაზარალებულების დახმარება“ - განაცხადა მინისტრმა.