სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამძიმარი წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარის ოჯახს

2016-07-09 17:00:00
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა მარტვილში, მდინარე აბაშაში დაღუპული მყვინთავის ელგუჯა ჯამრიშვილის ცხედარი იპოვეს.
 
სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. მათ დაღუპული ოჯახის წევრებს და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს. "ელგუჯა იყო სიმამაცის მაგალითი, მან საკუთარი თავი გასწირა, მისი დაღუპვა ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენი ქვეყნისთვის. მე ელგუას ძალიან კარგად ვიცნობდი, ის იყო სამშობლოზე და ბუნებაზე უზომოდ შეყვარეული ადამიანი, მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო ამ ფაქტის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს" - განაცხადა გუბერნატორმა.
 
ელგუჯა ჯამრიშვილი მდინარეში დაკარგული მოზარდის საძებრად იყო შესული, რა დროსაც ტრაგიკულად დაიღუპა. ის საქართველოს წყალქვეშა ცურვის ეროვნული ფედერაციის თავმჯდომარე და ცნობილი სპელეოლოგი იყო.
 
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო