სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბასთუმანსა და ხეცერაში განსახორციელებელი პროექტები ადგილობრივებს გააცნეს

2016-07-03 15:16:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების აბასთუმანისა და ხეცერას მოსახლეობას ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი დათო კოდუა შეხვდნენ. ხელისუფლების წარმოამდგენლებმა ადგილობრივებს ის პროექტები გააცნეს რაც წელს სოფელებში განხორციელდება.

რამდენიმე დღეში აბასთუმანსა და ხეცერაში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება, 10 აგვისტოს კი სოფლებში გამრიცხველიანებას „ენერგო-პრო ჯორჯია“ დაიწყებს.

მოსახლეობისთვის უმთევრესი პრობლემა სოფლამდე მისასვლელი გაზაა, რომლის მშენებლობაც გასულ წელს დაიწყო და ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ამ დროისთვის გზის 1,3 კილომეტრი დასრულებულია, როგორც ზუგდიდის გამგებელმა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, მიმდინარე წის ნომებრიდან ცენტრალური გზის დარჩენილი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. სოფელს გზის პრობლემა ბოლო 30 წელია აწუხებს.

წელსვე აბასთუმანსა და ხეცერაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რის შესახებაც ადგილობრივებს ედიშერ თოლორაიამ და დათო კოდუამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

კონკრეტულად წელს აბასთუმანში - სანარსიოს, საქაქუთიოს  და საკუტალიოს უბნებში წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია მოხდება, ასევე რეაბილიტირდება კულტურული ღონისძიებების ჩასატარებელი დარბაზი და სოფლის ცენტრში მდებარე მეორიალი, საგაბისონიო-სალატარიოს და მენჯის უბნებში მოხდება ხიდების რეაბილიტაცია.

ხეცერაში კი სოფლის შიდა გზების, საბავშვო ბაღის, გარეგანათების და მოსაცდელების რეაბილიტაცია მოხდება. აქვე აშენდება სპორტული მოედანი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
26
27282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო