ახალი ამბები
საწარმოებში საერთაშორისო სტანდარტს ნერგავენ
2016-06-30 13:22:00
კიდევ ერთი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოები სახელმწიფოს მხარდაჭერით სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტს ISO 22000 ნერგავენ.
სამეგრელოს რეგიონში მდებარე 3 თხილის საწარმოში სურსათის საერთაშორისო სტანდარტიზაციის პროცესი მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, ნუგზარ გაბელია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და USAID (REAP)-ის წარმოამდგენლები ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონში მდებარე საწარმოებს სტუმრობდნენ და სტანდარტიზაციის პროცესს გაეცნენ.