ახალი ამბები
''როგორც გენებოთ'' მესტიაში ღია ცის ქვეშ დაიდგა
კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თატრი რეგიონული ტურნეს ფარგლებში მესტიას სტუმრობდა, სადაც სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ წარმოადგინა. წარმოდგენა სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
რეგიონული გასტროლები შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელს ეძღვნება. ამ თარიღს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა სხვადასხვა პროექტითა და ინიციატივით აღნიშნავს, შექსპირის პიესის “როგორც გენებოთ” რეჟისორი ლევან წულაძეა. ჩვენებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალი იყო.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კომპანია „რედიქსის“, და ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ხორციელდება.
რეჟისორ ლევან წულაძის სპექტაკლის “როგორც გენებოთ” პრემიერა 2012 წელს ლონდონში გაიმართა. სპექტაკლს მიღებული აქვს გარდიანის ხუთი ვარსკვლავი და არაერთი ცნობილი კრიტიკოსის მიერ დაწერილი დადებითი რეცენზია.