ახალი ამბები
ხურჩაში გიგა ოთხოზორიას სახელობის ტურნირი გაიმართა
სოფელ ხურჩის ცენტრში მდებარე საფეხბურთო მოედანზე, ხურჩაში დაღუპული გიგა ოთხოზორიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმართა.
ტურნირში არასამთავრობო სექტორის წარმოამდგენლებით, საჯარო მოხელეებით, დევნილებით და ხურჩის მცხოვრებლებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
თამაშის მონაწილეებმა ტურნირის დაწყებამდე წუთიერი დუმილით გიგა თხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს.
ტურნირის გამარჯვებული ხურჩის ადგილობრივი გუნდი გახდა, რომელმაც დევნილების სათემო ორგანიზაციის გუნდი 2:0 დაამარცხა.
საჯარო მოხელეების გუნდი მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო მეოთხე ადგილი არასამთავრობო სექტორი წარმომადგენლებს ერგოთ.
ტურნირის გამარჯვებულ გუნდს გიგა ოთხოზორიას სახელობის თასი გადაეცა, ხოლო მონაწილე გუნდებმა სპეციალური პრიზები მიიღეს.
ტურნირს გულშემატკივრებთან ერთად გიგა ოთხოზორიას შვილები ესწრებოდნენ.
გიგა ოთხოზორიას სახელობის ტურნირის ჩატარების ორგანიზატორი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი და საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“ იყვნენ.
ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მინიფეხბურთის ტურნირი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ის ყოველწლიურად ჩატარდება.