ახალი ამბები
ზუგდიდში დასაქმების ფორუმი ჩატარდა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და ასოციაცია „ათინათის“ ორგანიზებით, ზუგდიდში, დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც 40-მდე ადგილობრივი კომპანია მოქმედი ვაკანსიებით მონაწილეობდა. დასაქმების ფორუმში მონაწილეობის 300-ზე მეტი მსურველი დასაქმების დეპარტამენტის სპეციალურ საიტზე worknet.gov.ge -ზე დარეგისტრირდა.
დასაქმების ფორუმი ტარდება პროექტ „LIFE Georgia”-ს ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დახმარება დასაქმების პროცესში და მათი დასაქმებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვა.
ერთობლივი თანამშრომლობის გზით და საერთო მიზნებიდან გამომდინარე სოციალური მომსახურების სააგენტოს უზრუნველყოფს დასაქმების ფორუმში სამეგრელოს რეგიონში მოღვაწე მსხვილი და საშუალო პოტენციური დამსაქმებლების ჩართვას.
დასაქმების ფორუმი ტარდება პროექტ „LIFE Georgia”-ს ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიებას სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე კობა სონღულაშვილი, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ბეზარაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მსგავსი ფორუმი უკვე ჩატარდა გორში, მომდევნო ფორუმის ჩატარება კი ქუთაისშია დაგეგმილი.



