სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აქცია-კონცერტი - „გახდი ქველმოქმედი გადაარჩინე სიცოცხლე“

2016-06-14 20:09:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში აქცია-კონცერტი სახელწოდებით - „გახდი ქველმოქმედი გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართა.

საქველმოქმედო აქცია-კონცერტში ადგილობრივმა მომღერლებმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება 2016 წლის 28 იანვარს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების სარეაბილიტაციო კურსს. გურამ ქარდავა და გიორგი გერგედავა ხუთი თვეა მკურნალობას გადიან.

ახალგაზრდების დასახმარებლად ლიბერთი ბანკში გახსნილია ანგარიში: GE09LB0111191307191001

ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

საქველმოქმედო აქცია კონცერტი არასამთავრობო ორგანიზაცია „დევნილები მშვიდობისა და ერთიანობისთვის“ ორგანიზებით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციამ რამდენიმე ბიზნესმენს აქციაში ჩართვა სთხოვა, საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობისას ანგარიშზე 6 000 ლარი შემოვიდა, მათ შორის, ბიზნესმენმა მერაბ კიკალიშვილმა გურამ ქარდავას და გიორგი გერგედავაას დასახმარებლად 1000 ლარი ჩარიცხა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო