სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუში 2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

2016-06-15 10:13:00

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 2 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. დაბა ჩხოროწყუს აქამდე საბავშვო ბაღის შენობა საერთოდ არ ჰქონდა და სკოლამდელი სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ შენობაში მიმდინარეობდა, დღეიდან კი 200 აღსაზრდელისთვის ახალი თანამედროვე სტანდარტებისა და ინვენტარის საბავშვო ბაღი იფუნქციონირებს. 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი სოფელ ახუთში, შევიდა ფუნქციონირებაში, აქამდე ახუთელი მოზარდები ამორტიზირებულ საბავშვო ბაღში სწავლობდნენ. 

დაბა ჩხოროწყუს ბაღის მშენებლობა ბიუჯეტს ნახევარ მილიონ ლარამდე დაუჯდა. ახუთის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ახალი ბაღბი აღსაზრდელებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ გახსნეს.

წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სულ 4 ახალი ბაღი გაიხსნა, წლის ბოლომდე კი კიდევ 2 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება. 

ლევან შონია სოფელ ახუთში საბავშვო ბაღის გახსნის შემდეგ იქვე შეკრებილ ადგილობრივებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო